ირაკლი ღარიბაშვილი - მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენს კავშირებს განამტკიცებს, არამედ მსოფლიოში არსებული 80-მდე მისიის სახით უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთობას სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი იყო, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

„ჩვენ პირველად შევიმუშავეთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია; მიმდინარეობს და დაგეგმილია მრავალი სახელმწიფო პროგრამა უცხოეთში ქართული დიასპორის გასაძლიერებლად. ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

ყველაფერი ეს, ძვირფასო მეგობრებო, ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე დიპლომატიის როლი საკვანძო და არსებითი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია საკუთარ სიტყვას იტყვის დღეს არსებული ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების დაძლევის, საქართველოს შემდგომი წინსვლის პროცესშიც.

თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან დიპლომატს ამ დარბაზსა თუ მსოფლიოს მრავალ წერტილში, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ