ჩინეთი მათ, ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უვადოდ დააკისრებს

ჩინეთის ტაივანთან ურთიერთობის ოფისის სპიკერის განცხადებით, ჩინეთში ყველა ადამიანისთვის, ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, დაკისრებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უვადოდ იქნება ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი რაიმე სახის სასჯელს აწესებს იმ ადამიანებისთვის, ვინც მათგან გამოყოფილი ტაივანის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

ტაივანთან ურთიერთობის ოფისში აცხადებენ, რომ მათ იმ ადამიანების სია აქვთ , რომლებიც პრო-ტაივანური დამოკიდებულებით გამოირჩევიან და სადაც ტაივანის პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ჰყავთ შეყვანილი. ისინი აღნიშნავენ, რომ სიაში მყოფი ადამიანები ჩინეთისა და ასევე ჰონგ -კონგისა და მაკაუს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონების ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ.

შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს არ ექნებათ ასევე უფლება ითანამშრომლონ ჩინეთიდან ჩასულ ადამიანებთან ან კომპანიებთან და სუბიექტებთან, რომლებიც მათ აფინანსებენ და რომლებისგანაც ისინი მატერიალურ მხარდაჭერას იღებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა