აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 440 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 440 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 542 150 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 503 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 208 კი - გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია ადამიანების 44%-ზე მეტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა