კახა კალაძე - დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა საკრებულოში მათ გარდა, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები და მზად ვართ თანამშრომლობისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედი არ აქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს, თუმცა, მისივე თქმით, საკრებულოში არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც.

„საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონსტრუქციულობის ფარგლებში, რომ ამ ქალაქის საკეთილდღეოდ ვიმუშაოთ ერთად. ნებისმიერ თემაზე შეიძლება თანამშრომლობა. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა