იუსტიციის მინისტრი - კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, მით უმეტეს სამოქალაქო კლინიკაში

კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, მით უმეტეს სამოქალაქო კლინიკაში , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, მისი უსაფრთხოება დაცული იქნება და ამისათვის ყველა შესაბამისი ზომა არის გატარებული.

მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

,,ჩნდება განცდა, რომ ცდილობენ სააკაშვილის რაიმე ფორმით გაყვანას სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მის უსაფრთხოებას დასჭირდება ბევრად მეტი ძალა სახელმწიფოს მხრიდან. შეეცდებიან იქ მოაწყონ პროვოკაცია. პენიტენციური დაწესებულება მუშაობს, რომ ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება იყო დაცული, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, ბუნებრივია მისი უსაფრთხოება იქნება დაცული, ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. იყო საუბარი, თითქოს იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში სააკაშვილის ლიკვიდაცია, გენერალურმა ინსპექციამ სთხოვა, რომ მოსულიყო და მიეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა ეს არ გააკეთა. ასევე საუბარი იყო, თითქოს გორში ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა, ჩვენ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არც განგვიხილავს, ერთხელ და საბოლოოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი.

დაასრულონ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აცადონ ამ ადამიანს ნორმალური ცხოვრება, ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა