რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 41 335 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1188 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსით 8 755 930 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 7.5 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 245 635 კი - დაიღუპა.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 7 ნოემბრამდე გრძელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო