მიხეილ სარჯველაძე - ვითომ სააკაშვილის გულშემატკივრები არიან, გუშინ, ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ამბავი რომ გაიგეს, ადამიანები გაღიზიანდნენ

გუშინ, ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ამბავი რომ გაიგეს, ადამიანები გაღიზიანდნენ, ვითომ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები არიან“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

„როდესაც საზოგადოებაში ხდება იმ აზრის ტირაჟირება და დარწმუნების მცდელობა, რომ ისეთი პერიოდია გასული, როდესაც კრიტიკულ ზღვარზეა ადამიანის ჯანმრთელობა, ასეთ დროს იმის თქმა, რომ რეალურად ეს ვითარება არ გვაქვს და ამის ახსნა რატომ არ გვაქვს, მე მგონია, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამ ამბავის შემდეგ, გუშინ, ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ამბავი რომ გაიგეს, გაღიზიანდნენ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრები არიან. ეს არის უბედურება, ადამიანის ჯანმრთელობის ვითომ გულშემატკივრები. სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ინტერესები და მოტივი აქვთ. არავითარი ცოტნე დადიანის ხატის შექმნა, იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურს, დღეს რევოლუციური სცენარის განვითარებისათვის გამოადგეს, არ იქნება მართებული, თუ ეს გადის ადამიანების შეცდომაში შეყვანის ხაზით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომა სასამართლოს შენობისგან განცალკევებით, სხვა ადგილზე გაიმართოს, თუმცა, უნდა იმსჯელონ რამდენად არის აღნიშნული რეკომენდაციების გაცემის საფუძველი.

„მოქმედი კანონმდებლობა უშვებს, რომ სასამართლოს შენობისგან განცალკევებით, სხვა ადგილზე გაიმართოს სხდომა. კონკრეტულ ვითარებაში ამის რეკომენდაციის გაცემის საფუძვლები რამდენად არსებობს, ამაზეც გვექნება დისკუსია. ლოგიკა გამოიხატება იმაში, რომ ეს არ გახდეს ახალი დაძაბულობის კერა. ფუნდამენტს, ასეთი ვარაუდების გამოთქმისთვის, რომ შესაძლოა, გარკვეული საფრთხის პროვოცირება მოახდინოს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიყვანამ სუს-ის განცხადება ბადებს, რომელიც მოვისმინეთ.

რასაკვირველია, ხელისუფლების მოვალეობაა განსაკუთრებით ფრთხილი იყოს, რომ არავის გაუჩინოს საკუთარი ქმედებით, თუნდაც, სურვილი და ილუზია იმის, რომ შეიძლება ვინმეს რამე გამოუვიდეს დანაშაულის ჩადენის გზით. არ გამოვა ეს დანაშაული, არც პერსპექტიული იქნება და სასურველია ხელი ააღებინოს“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ სუს-ის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას, რისი მიზანიცაა, ხელისუფლების დამხობა, რაც სააკაშვილის მიერ იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა