სახალხო დამცველის მოადგილე - სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რაც მან მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი

მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი.

„მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, იგი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რაც მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან რამდენიმე მილიგრამის სახით მიიღო, მას ექიმებმა სთხოვეს, როგორც მედიკამენტის ალტერნატიული საშუალება.

„როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამგვარი დანამატი, როგორც ალტერნატივა ერთ-ერთი პრეპარატის. ის ასევე საუბრობს, რომ შემოთავაზება უფრო მეტი იყო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, ესეც მცირე ულუფით და ერთეულ შემთხვევებში დათანხმდა. ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლაც დასტურდება, ერთეულ და მილიგრამ შემთხვევეზე იყო საუბარი ამ დანამატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს