იაპონიაში, ბოლო 15 თვის განმავლობაში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მინაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული.

ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევებმა პიკს აგვისტოში მიაღწია, რაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებამ გამოიწვია.

ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა, მომავალი თვიდან, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა