ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220,705 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და -71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 205,680 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +313.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -69.1%-ით ნაკლები.

„ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, +331.5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, -57%-ით ნაკლები.

ტურისტული ვიზიტების აღდგენა 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. 2019 წელთან შედარებით კლების პროცენტი ყოველთვიურად მცირდება: იანვარში -90.4%; თებერვალი -85.5%; მარტი -84.4%; აპრილი -78.2%; მაისი -77.3%; ივნისი -71.7%; ივლისი -62.6%; აგვისტო -67.2%; სექტემბერი - 61.1%; ხოლო ოქტომბერში -57%-ს შეადგენდა.

2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 1,522,139 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -7.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ათ თვესთან შედარებით -81%-ით ნაკლებია.

2021 წლის ათ თვეში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 1,393,914 შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.8%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით -79%) ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში 1,281,524-ს შეადგენს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +27.5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის 10 თვესთან შედარებით -71.1%-ით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი, კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%)

2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865,654,831 დოლარს, რაც 366,579,535 მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%). 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1,717,184,741 დოლარით ნაკლებია (კლება -66%)“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება