ერაყის პრემიერის ოფისი - პრემიერის წინააღმდეგ განხორციელებული ლაჩრული ტერორისტული თავდასხმა ერაყის სახელმწიფოზე თავდასხმაა

ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფისი, პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კადიმის რეზიდენციაზე განხორციელებულ თავდასხმას ლაჩრულ ტერორისტულ ქმედებად აფასებს. „პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მიზნით მის წინააღმდეგ განხორციელებული ლაჩრული ტერორისტული თავდასხმა კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ერაყის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სერიოზული თავდასხმაა“, - ნათქვამია მუსტაფა ალ-კადიმის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე სამი დრონის გამოყენებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მუსტაფა ალ-კადიმის პირადი დაცვის 6 წევრი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდასხმა დაგმო.

„ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ერაყის უსაფრთხოების ძალებთან, რომლებსაც ევალებათ ერაყის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა და ვთავაზობთ დახმარებას ამ თავდასხმის გამოძიებისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და განაცხადა, რომ ამ ტერორისტული თავდასხმის მონაწილე დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„მკაცრად ვგმობ მათ, ვინც ძალადობით ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს ერაყში,“- აღნიშნა ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო