ირაკლი ღარიბაშვილი - წელს გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა, არამედ ევროპის მასშტაბით

წელს გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა, არამედ ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში წელის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

„წელს გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემები 11.3% არის ეკონომიკური ზრდა. ამას გარდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ასევე პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იქნება ისტორიული მაქსიმუმი და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი გადაანგარიშებით გადაცდება დაახლოებით 5 500 დოლარს. ეს ნიშნავს, რომ მეტი სახსრები გაგვიჩნდება, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი იქნება, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, კიდევ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობები და მოლოდინები. მომდევნო წელიც ასევე იქნება ძალიან პოზიტიური", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა