საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები - კატეგორიულად მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას

კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, - ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას.

ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც ვალდებულად ვთვლით თავს ვიბრძოლოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ნემო ბურჭულაძე; მედეა თუშმალიშვილი; ნოდარ ნონიაშვილი; ბეჟან ჯავახია; ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე; რევაზ კემულარია; თენგიზ ჩაჩავა; გოგი ჩიქავა; ზურაბ გუჩუა; ველოდი მირცხულავა; ვახტანგ ცაგარეიშვილი; ჯემალ შონია; ზურაბ ძოწენიძე; ემზარ გოგუაძე; გია მამფორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა