მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების შეცდომაში შეყვანით და ემოციებზე მოღუტუნებით ოპერირებს პოლიტიკაში - ცხელთავიან ადამიანებს გასაქანი და პერსპექტივა არ უნდა მიეცეთ

პიკეტირებას არქმევენ ამას, მაგრამ რეალურად, ჩანაფიქრი აქვთ ცუდი - პასუხი იქნება რელევანტური, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი.“

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი, დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ადგილი ექნება ძალის გადამეტებას, ამაზე კანონის ფარგლებში, პასუხი იქნება შესაბამისი.

„ცხელთავიანი ადამიანები აკეთებენ განცხადებებს ამის თაობაზე - პიკეტირებას არქმევენ ამას, მაგრამ რეალურად, ჩანაფიქრი აქვთ ცუდი, ცოტა ბრუტალური, არაკონსტიტუციური. პოლიციიის გადაწყვეტილება, რომ იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, არის სწორი, რადგან ასეთ ცხელთავიან, თავქარიან ადამიანებს გასაქანი და პერსპექტივა არ უნდა მიეცეს. 20 ივნისი არავისთვის თვითმიზანი არ არის და არაფერი სხვა, მაგრამ ადამიანებს, რომ არ გაუჩნდეთ განცდა, მათ უფლება აქვთ კანონი დაარღვიონ, სამართალზე მაღლა დააყენონ თავი, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება რელევანტური, არავინ აპირებს ამაზე თვალი დახუჭოს. თუ ვინმე შეგნებულად ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, რასაკვირველია, მას ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა რელევანტურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს, უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ამის საჭიროება იქნება, ექსპრეზიდენტს შესაბამისი დახმარება და სერვისი პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გაეწევა.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი არის დესტრუქციისა და არეულობის მოწყობა.

„ყველანი გონიერი ადამიანები ვართ, თუნდაც იმ სამუშაო ჯგუფში, ან ისინი, ვინც პოლიტიკაში ჩართულები არიან, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ შეაფასონ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე. არ სურთ ფაქტებზე საუბარი, არამედ მუდმივად ადამიანების შეცდომაში შეყვანა, ან ემოციებზე მოღუტუნება და ა.შ. ასე ოპერირებენ პოლიტიკაში, რაც არის ძალიან ცუდი ტენდენცია და ცუდი პროცესი. ხელოვნურად, მართლაც ძალიან დიდი გახდა გავლენა და ეს არ არის მაინცდამაინც სწორი მიმართულება, როდესაც აღქმებით და დამოკიდებულებებით ვიქნებით მოტივირებული რაღაც გადაწყვეტილებების მიღების დროს, ვიდრე ფაქტებით და არგუმენტებით - ეს ცუდი პროცესია, რადგან, როდესაც ფაქტთან გვაქვს საქმე, იქ შეუძლებელია მერე განსხვავებული არგუმენტი დაგვრჩეს და ეს განაპირობებს მაღალ პოლარიზაციას. ფაქტის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად არსებობს თუ არა აუცილებლობა [მიხეილ სააკაშვილის] კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისა. ამას ვიხვეწები ამდენი ხანია, ვიმსჯელოთ სამართლიანად, არის თუ არა საფუძველი, რომ გადაყვანილ იქნას ბატონი სააკაშვილი კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, ეს, რომ გამოაცხადეს თვითმიზნად. ეს უბრალოდ ხელისუფლების ახირება კი არ არის, ასე ცდილობს ზოგიერთი ადამიანი წარმოაჩინოს, მაგრამ ეს ასე არ არის. წესი არის ასეთი - პენიტენციურ დაწესებულებას აქვს ორი საკვანძო მოვალეობა: პირველი, ეს არის ჯანმრთელობის სერვისის მიწოდება, საზოგადოდ, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და მეორე, - უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თუ სამედიცინო საჭიროება დადგება, ესეც არ არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი, უბრალოდ გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ სამოქალაქო კლინიკაში მოხდეს გადაყვანა და იქ მკურნალობა. თუ იგივე სერვისი გაწევადია ე.წ. მე-18 დაწესებულებაში, იქ განხორციელდეს. ამას გადასარევად ხვდებიან ოპოზიციონერი ლიდერები. ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ დესტრუქცია უნდათ შემოიტანონ, არეულობა გამოიწვიონ, რადგან არ ეგუებიან მარცხს, რომელიც სამი წელია მათთვის უსაქმურობას განაპირობებს. მათ საკუთარი ადგილი არ აქვთ დანახული პოლიტიკაში, ოპოზიციონერის რანგში, მათ სწყურიათ ხელისუფლებაში მოსვლა. ამისთვის ცდილობენ, მათ შორის არასამართლებრივი და არაკეთილსინდიერი მეთოდებით, ადამიანების მოტყუების გზით ხელის მოთბობას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა