ანონსი 9 ნოემბერი

ანონსი 9 ნოემბერი

9 ნოემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფსა და „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "რესპუბლიკური საავადმყოფოს" კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში. ვაქცინაციის დაბალი ტემპი და "მწვანე პასპორტის" კონცეფცია".

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში. ვაქცინაციის დაბალი ტემპი და „მწვანე პასპორტის" კონცეფცია“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში. ვაქცინაციის დაბალი ტემპი და "მწვანე პასპორტის" კონცეფცია".

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტოა: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ხელისუფლების გადაწყვეტიელაბ დეკემბრიდან ე.წ. მწვანე ზონების ამოქმედებასტან დაკავშირებით.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო გაიმართება.

მის: წერეთლის 144. მეოთხე სართული​

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, 307).

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი; -1 სართული).

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, ონლაინ დისკუსიის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებისგან შემდგარი პანელი შეაფასებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და განიხილავს საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კლიმატს.

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3CKsbdj.

9 ნოემბერს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

9 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია "ექიმები მიშას სიცოცხლის გადასარჩენად!"