ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, რაც მთელმა ქვეყანამ იცის - ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია

ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაწირული ჰყავს ტერორისთვის.

მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, ეს მთელმა ქვეყანამ იცის. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ფიზიკური ძალადობით მოხდებოდა აქ გადმოყვანა. ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის დროს ესენი ყველაფერს იკადრებდნენ. ყველა ტიპის შეურაცხყოფას. ბრეგაძის განცხადებები არის მცდელობა, იმ კრიმინალის გადაფარვის, რაც მისმა უწყებამ ჩაიდინა. ისრების მიხეილ სააკაშვილზე ბინძურად გადატანა, საბჭოთა სტილში სრულიად ამორალურია. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას მკაფიო პასუხს გასცემს. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, სამწუხაროა, რომ დღეს კანონს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა ამ უსამართლობის დასასრულებლად, რადგან სამართლებრივი მექანიზმები არ მუშაობს და მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაწირული ჰყავთ ტერორისთვის. საბოლოოდ უნდათ, რომ გარდაიცვალოს“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეალითი შოუს დგამს.

„ისინი დგამენ რეალითი შოუს, მაიმუნობენ და მათ მაიმუნობას ქართველმა ხალხმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს. მთავარია, რომ ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. ეს არ ყოფილა არც იურიდიული, არც სამედიცინო აქტი. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ რუსული ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბასილაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა