გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შევიდა

გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.

მას დაწესებულებაში მისვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, ლომჯარიასთან ერთად იმყოფება მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის, მე-18 დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა