ნიგერში, სკოლაში გაჩენილ ხანძარს 25 მოსწავლე ემსხვერპლა

ნიგერის სამხრეთ ნაწილში ხანძარს დაწყებითი კლასის მინიმუმ 25 მოსწავლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 14 ბავშვი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლი ჩალით გადახურულ საკლასო ოთახებში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისათვის, წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ნიგერში ხანძრის შედეგად მოსწავლეები დაიღუპნენ. აპრილში დედაქალაქ ნიამეში ხანძარს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 20 ბავშვი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა