გაერთიანებული სამეფო შეზღუდვებს „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ვაქცინირებული მგზავრებისთვისაც ამსუბუქებს

გაერთიანებული სამეფო ჩინურ ვაქცინებს, „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“, ასევე ინდურ „კოვაქსინს“, იმ ვაქცინების ჩამონათვალში შეიტანს, რომელი ვაქცინებით აცრილ მგზავრებსაც გაერთიანებული სამეფოში შესვლა შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

Reuters-ის ინფორმაციით, ცვლილება ძალაში 22 ნოემბრიდან შევა და „სინოვაკით“, „სინოფარმითა“ და „კოვაქსინით“ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე და საზღვრის გადაკვეთიდან მე-8 დღეს კოვიდ ტესტის ჩატარება, ასევე კარანტინის გავლა.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნული წესები ამჟამად „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნასა“ და „ჯენსენის“ ვაქცინებით ვაქცინირებულ მგზავრებზე მოქმედებს. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოგზაურობის წესებს 18 წლამდე ასაკის პირებისთვისაც ამარტივებს. ისინი, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან თუ არა, ისეთივე პრივილეგიებით ისარგებლებენ, როგორც სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები და გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა