ზურაბ ჯაფარიძე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე - თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება, რადგან არიან ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ

ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე. მათ შორის საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

მისივე თქმით, მათ თქვენს, რომ სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება და განცხადებების ისე გაკეთება, რათა ქვეყანა არ დააზიანონ.

„ბევრ რამეზე იყო საუბარი. ყველაფრის საქმის კურსში არიან. ვუთხარი რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი, რა ნაბიჯები შეიძლება მათი მხრიდან იყოს გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეს გასაგებია. საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით რა ხდება ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანა, ეს არის ერთი გზა ზეწოლის და მეორე არის სანქციები და ამაზე იყო საუბარი და დისკუსია.

მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით რა ნაბიჯები შეიძლება გადმოიდგას მათი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის მეგობარი ქვეყნისგან.

თქვეს, რომ არიან რთულ პოზიციაში, იმიტომ, რომ სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება. იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ და თან უწევთ აქცენტის გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია დემოკრატიასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა