ამერიკელი სენატორები გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

„რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა აშშ-ის სენატს საკანონმდებლო ცვლილება შესთავაზა, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სენატორები აცხადებენ, რომ გაზსადენი დააზიანებს აშშ-ის მოკავშირეებს ევროპაში, მათ შორის უკრაინას. საკანონმდებლო ცვლილება სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა წარადგინა.

ცვლილების მხარდამჭერებს შორის ცნობილი სენატორები, ტედ კრუზი და ტომ კოტონიც არიან. სენატორი რიშის განცხადებით, რუსეთმა შეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით და ასევე უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა.

„სანამ ადმინისტრაცია აგრძელებს კონგრესის ნების იგნორირებას, ჩვენ გავაგრძელებთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომელიც იცავს ჩვენს მოკავშირეებს და ინტერესებს ევროპაში და ასევე გავაგრძელებთ კრემლის მავნე ზეგავლენის ხელშემწყობი პროექტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას,“- განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წელს გააუქმა. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია „გაზპრომმა“ გასულ თვეში განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა