ადვოკატი - საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ

საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს სასამართლო დარბაზში. ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებული არიან სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რომელიც ქართველ ხალხშია.

არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არ გამართვასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის არ გადაყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი იმის, რომ ის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. კეთილი ინებონ და ხვალ აღარ გამოიგონონ მიზეზები და მოიყვანონ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი უკანასკნელ ღონეს იმისთვის მოიკრეფს, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა