გერმანიის შს მინისტრი - გერმანია პოლონეთს საზღვრის დაცვაში უნდა დაეხმაროს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანია პოლონეთს საზღვრის დაცვაში უნდა დაეხმაროს. პოლონეთი ამას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლონეთის მთავრობას გარე საზღვრის დაცვაში. ეს ევროკომისიის საქმე უნდა იყოს და გაერთიანებას მოქმედებისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა მან.

ზეეჰოფერმა აღნიშნა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის იდეას ეთანხმება. იქამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსს მოუწოდა, შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ბოლო რამდენიმე კვირაა ბელარუსის გავლით ევროკავშირში მოვედრას ათასობით მიგრანტი ცდილობს.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვართან 12 000 ჯარისკაცია მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა