ნატო-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნატო-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ადმირალი ჯეიმს მორლი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპიტანი ჯონათან ლიპსი და ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრნენ.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწიეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთრინ შვაიცერმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება ბსუ-ში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა