აშშ-ის მთავრობა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების „მოლნუპირავირს“ შეიძენს, რომლის გამოყენება კოვიდ 19-ის სამკურნალოდ იგეგმება

აშშ-ის მთავრობა 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, „მოლნუპირავირს“ შეიძენს, რომელსაც, დამტკიცების შემთხვევაში, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებენ, - ამის შესახებ პრეპარატის შემქმნელმა კომპანიებმა Merck-მა და Ridgeback Biotherapeutics-მა განაცხადეს.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობამ ივნისში მიაღწია შეთანხმებას მედიკამენტის 1.7 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის შეძენასთან დაკავშირებით, რომლის საერთო ღირებულებაც 1.2 მილიარდი აშშ დოლარია, ახლახანს კი მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით შეიძინოს 1.4 მილიონი კურსისთვის საკმარისი რაოდენობის მედიკამენტი, რაშიც 1 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ, ჯამში, „მოლნუპირავირის“ 3.1 მილიონი კურსისთვის საჭირო მარაგს შეისყიდის, რომლის საერთო ღირებულებაც 2.2 მილიარდი აშშ დოლარია.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტი Merck-ის განაცხადს „მოლნუპირავირის“ დამტკიცების შესახებ 30 ნოემბერს განიხილავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მარეგულირებელი გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც „მოლნუპირავირის“ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოყენება დაამტკიცა.

შეგახსენებთ, „მოლნუპირავირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა, რომელიც, თავდაპირველად, გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, დაინფიცირების პირველივე დღეებიდან მიღების შემთხვევაში კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი დაახლოებით გაანახევრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო