სალომე ზურაბიშვილი - საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მიმართ

საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაევროინტეგრაციის გზის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კვიპროსის მხარდაჭერა ევროკავშირის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ, რომელი ქვეყნები გვიჭერენ მხარს და ამ გზაზე გვიმყარებენ მხარს. საქართველო მხარს უჭერს კვიპროსის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი რეზოლუციებით, ეს არის ჩვენი მსოფლიოს საერთო სამართალი, რომელსაც ყველანი უნდა ვექვემდებარებოდეთ. მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ალბათ, ეს არის კარგი მომენტი, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ, რომ ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობი და ეს ურთიერთობები ახალი ფურცლით დავიწყოთ, რომელიც ბევრი მიმართულებით შეგვიძლია გავაძლიეროთ.

ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შეხვედრის დროს ის, რაც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ხვედრია, ეს არის ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რასაც თქვენთან პირადად და გაფართოებული შეხვედრის დროს გავუსვი, თუ რამდენად გაართულა, დაამძიმა პანდემიამ ის ჰუმანიტარული სურათი, რაც ისედაც ტრაგიკულია ჩვენ შემთხვევაში.

ამასთან გრძელდება ის, რაც არის ყველაზე მძიმე ჩვენთვის - რუსული პოლიტიკა, გრძელდება გატაცებები, გრძელდება ბორდერიზაცია, მილიტარიზაცია და ქართული ენის, კულტურის და ძეგლების წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლა. ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრაქტიკულად ყველა ღონისძების ცენტრშია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, მათ ურთიერთობებზე, ევროკავშირის, ამერიკის და არამხოლოდ, ყველა ჩვენ მეგობარ პარტნიორებზე, იმისთვის რომ საქართველოს ეს უმძიმესი პრობლემა უწყვეტლივ წარადგინონ საერთაშორისო ფორმატებში, ეს არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ არამხოლოდ, ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ფორმატები და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი მეგობრების, როცა ისინი თუნდაც, ორმხრივ ფორმატში წარადგენენ ჩვენ ტკივილს და ჩვენ მოთხოვნებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. პრეზიდეტის თქმით, პოლიტიკური ურთიერთობები ახალ დონეზეა აყვანილი, მაგრამ ასევე ახალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა