მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ, გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია

გუშინაც აქ ვიყავი, დღესაც მთელი დღეა აქ ვდგავარ და საშვი არ მოუციათ. გვითხრეს, რომ დაგვეცადა, მაგრამ პასუხი ახლაც არ მიგვიღია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა, სადაც ის შესვლას ითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს მასთან კითხვები არ აქვთ და უბრალოდ ეუბნებიან, რომ მოიცადოს.

„დღეს დაახლოებით 2 საათიდან აქ ვარ, მაგრამ ახლაც ვერ ვახერხებ შესვლას. ძალიან რთული საკითხია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც ადვოკატებისგან მესმის, არ ვარ დარწმუნებული, რიმ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე დასწრებას შეძლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ხელები უკანკალებს", - განაცხადა ყიფშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა