უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა მასთან შეხვედრა გააუქმა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარეიშვილმა მასთან შეხვედრა გააუქმა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დენისოვამ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გაავრცელა.

მისი თქმით, ელჩმა თავისი წინადადება მასთან შეხვედრის შესახებ გააუქმა „უკრაინის საგარეო უწყების განცხადების პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე“, რომელიც სააკაშვილს უკავშირდება. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციის გამო.

ომბუდსმენის თქმით, სურდა მიეღო ახსნა-განმარტება სააკაშვილთან დაკაშირებით სამედიცინო და სიცოცხლის, ასევე პროცესუალური უფლებების დარღვევების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის იძულებით გადაყვანამ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შექმნა ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომ „წინააღმდეგობის გამო, მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები“, ახალ ადგილას კი მსჯავრდებულები იყენებენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარის შეძახილებს სააკაშვილის მიმართ, რომლებიც მის საკანში ისმის.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ პასუხობს ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციებს და იქ საჭირო აღჭურვილობის არ არსებობის გამო, შეუძლებელია ნორმალური დახმარების აღმოჩენა და აუცილებელია სააკაშვილის მოთავსება დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია ექსტრემალური რეანიმაციული ღონისძიებების აღმოსაჩენად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა