ნიდერლანდების კლინიკები ხელისუფლებას კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

ნიდერლანდების კლინიკების დიდი ნაწილი ქვეყნის ხელისუფლებას კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

მათი მტკიცებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და კლინიკებში საწოლების დეფიციტი გაჩნდა.

Euronews-ი წერს, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად ნიდერლანდებში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ გასულ კვირას რეგულაციების ნაწილი აღადგინა, რომლებიც 2 თვის მანძილზე მოხსნილი იყო. მათ შორისაა სოციალური დისტანციის დაცვისა და მაღაზიებში პირბადის ტარების რეგულაციები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა