პოლონეთის პრემიერი საზღვარზე შექნილ სიტუაციაზე - ამ თავდასხმის დამკვეთი, რომელსაც ლუკაშენკო ახორციელებს, ვლადიმერ პუტინია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტთა კრიზისის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას.

„ამ თავდასხმას, რომელსაც ლუკაშენკო ახორციელებს, დამკვეთი მოსკოვში ჰყავს, დამკვეთი პრეზიდენტი პუტინია,” - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

მან რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები ევროკავშირის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. პოლონეთის პრემიერმა არსებული სიტუაცია შეაფასა, როგორც ახალი ტიპის ომი, რომელშიც ადამიანებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.

ამასთან, მატეუშ მორავეცკიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა პოლონეთის საზღვრის უსაფრთხოებას ასე "სასტიკად დაესხნენ თავს".

შეგახსენებთ, პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან დაახლოებით 2 000 მიგრანტია თავმოყრილი, რომელიც პოლონეთში შეღწევას ცდილობს. სიტუაციის გასაკონტროლებლად პოლონეთმა საზღვრის დაცვა გააძლიერა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვართან 12 000 ჯარისკაცია მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო