მარია ზახაროვა -  პოლონეთ-ბელარუსიის საზღვარზე არსებული მიგრაციის კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება

დაძაბულობა ევროპაში მრავალი წელია იზრდება და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია მხოლოდ დიდი სურათის ნაწილია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„არ არის საჭირო იმის მოჩვენება, რომ ეს გუშინ დაიწყო. ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული ვითარება მხოლოდ დიდი სურათის ნაწილია. ამის არ დანახვა, გაგება და აღიარება - ეს არის ფაქტების დამახინჯება და ტყუილი. ტყუილის ყველაზე ცუდი სახეობა, რაც კი ოდესმე შეიძლება არსებობდეს - საკუთარი თავის მოტყუება,'' - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრაციის კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

„გავიმეორებ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა : პასუხისმგებლობა პოლონეთ-ბელარუსიის საზღვარზე არსებული მიგრაციის კრიზისის მოგვარებაზე დასავლეთს ეკისრება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში თავისი ქმედებებით ამ კრიზისის პროვოცირება მოახდინა. ეს უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით“, - განაცხადა ზახაროვამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა