ეთიოპიაში გაერო-ს 16 თანამშრომელი დააკავეს

ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 16 თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ეთიოპიის მთავრობასთან მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა დუჟარიკმა.

ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია გაეროს თანამშრომლების დაკავების შესახებ ცნობებით და დასძინა, რომ ეთნიკური ნიშნით შევიწროება და დაკავება სრულიად მიუღებელია.

ჩრდილოეთ ეთიოპიაში მთავრობასა და ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის მიმართ ლოიალურ ტიგრაის ძალებს შორის კონფლიქტი ბოლო კვირებში გაძლიერდა. ეთიოპიის მთავრობამ 2 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეთიოპიის პარლამენტმა ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა