გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 39 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 39 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ამასთან, ავადობის შვიდდღიანმა კოეფიციენტმა, რომელიც ყოველ 100 000 მოსახლეზე დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ასახავს, ქვეყანაში 232.1-ს მიაღწია, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

გერმანიაში თითქმის 56 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 67%-ი, სრულადაა ვაქცინირებული, თუმცა ვაქცინაციის მაჩვენებელი სხვადასხვა მხარეში განსხვავებულია. მედიის ინფორმაციით, გერმანიის სამი პოლიტიკური პარტია - „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ - რომელიც სამთავრობო კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის მეოთხე ტალღის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენას გეგმავს. აღნიშნული პარტიები შეცდომად მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყანაში კოვიდ ტესტის ჩატარება ფასიანი გახდა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას გეგმავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა