მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული - პრემიერისგან დავალება მივიღეთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში

პრიორიტეტს როგორც მთელ ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონში წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა და ამისთვის უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა. მივიღეთ პირდაპირი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ნოზაძემ აღნიშნა, პრემიერის დავალებაა, რომ არჩეულმა მერებმა და რწმუნებულმა იმუშაოს იმისათვის, რომ მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს.

“ახალარჩეულ მერებთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პრემიერ მინისტრთან, სადაც განვიხილეთ კონკრეტული საჭიროებები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა მერები შეუდგნენ უფლებამოსილების შესრულებას, შესაბამისად, უკვე გვქონდა შესწავლილი, გავლილი ერთობლივად საკითხები. განვიხილეთ და მოვახსენეთ პრემიერს მომავალი გეგმები. რა თქმა უნდა, პრიორიტეტს როგორც მთელ ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონში წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლა და ამისთვის უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა. მივიღეთ პირდაპირი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში მაქსიმალურად გავიშალოთ ყველა წარმომადგენელი, თანამშრომლები, მერები, მათი რწმუნებულები. უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მოხდეს მეტი ადამიანის ვაქცინაცია და აუცილებელია ეს ქვეყნის განვითარებისთვის და უშუალოდ იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე ახალი დაგეგმილი.

კონკრეტული მითითებები იყო, რომ მეტი ჩართულობა, მეტი მუშაობა იყოს უშუალოდ მოსახლეობასთან, მეტი ინფორმირებულობა, რომ მომავალშიც სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა და დაგეგმვა. მთავარი გამოწვევები, პანდემიის გარდა არის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოსახლეობის და რაში გამოიხატება ეს, უნდა განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს. უნდა შევარჩიოთ ახალი პროექტები, რომელიც უშუალოდ ხელს შეუწყობს ადგილზე ტურიზმის, ეკონომიკის განვითარებას. იყო საუბარი იმაზე, რომ მოხდეს ბიზნესის ხელშეწყობა, მეტი ინიციატივის შეთავაზება ჩვენგან, ასევე მოვისმინოთ კერძო სექტორის მხრიდან შემოთავაზებები, მოთხოვნები და შესაბამისად, ვიზრუნოთ მათ დაკმაყოფილებაზე, რაც იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. შეხვედრები რეგიონების მიხედვით ცალ-ცალკე იმართება და მას მერებთან ერთად მხარის რწმუნებულებულებიც ესწრებიან.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი ქალაქების მერებსაც შეხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა