სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15,000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.

შპს „აგროგრუპის“ ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა