ელენე ხოშტარია - გუშინ გავიკეთე პირველი გადასხმა, ოღონდ არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმას, რომელიც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს

ანალიზებით რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის მიიღებს მხოლოდ იმ სახის გადასხმას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ლეტალური შედეგი ან გონების დაკარგვა.

„მე თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ გადასხმას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე შევძლო შიმშილობა და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარია ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მადლობელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან მისი მონახულება მოკითხვას არ გასცდენია და დასძენს, რომ ვინც წუხს, მათ პრობლემის გადაჭრის კონსტიტუციური ინსტრუმენტი აქვს.

„კომუნიკაცია მეტი აღარ ყოფილა. ძალიან გამიხარდა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შემეხმიანა. კომუნიკაცია აღარ ყოფილა და ის ვერც გაცდება მოკითხვას. მე არ მაქვს ილუზია, რომ დეპუტატები, ვინც აქ მოდიან, იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ადამიანურ მოკითხვაზე ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, გამოსავალი არის ძალიან მარტივი - სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა. ის, ვინც ჩემზე წუხს და მართლა წუხს ამ მდგომარეობაზე, მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული და არა ივანიშვილისგან მინიჭებული ინსტრუმენტი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტონ, ვინც წუხს, ეს მარტივია - მე ხომ არ ვითხოვ მთავრობაში მომიყვანეთთქო, ადამიანი გადაიყვანეთ კლინიკაში. ამიტომ ყველას მადლობელი ვარ, ვინც მოდის, კახა კუჭავას მადლობელი ვარ, რომ აქ სამედიცინო ბრიგადა მუდმივად არის, არც ოჯახის წევრებს, არც ჩემს მეგობრებს შეფერხებები არ აქვს, ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ რეალური განმუხტვა სიტუაციის სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაა,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე