რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის საზღვრიდან 35 კილომეტრში აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი შევნიშნეთ

აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის USAF რამშტაინის საჰაერო ბაზიდან აფრინდა, რუსეთის საზღვრიდან 35 კილომეტრის დაშორებით შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამერიკული თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის რამშტაინის საავიაციო ბაზიდან აფრინდა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილების თავზე 5 საათისა და 13 წუთის განმავლობაში ტრიალებდა. ის ახლოს იყო, რუსეთის საზღვრიდან 35 კილომეტრში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარები ამერიკულ თვითმფრინავს სარადარო სისტემების საშუალებით მთელი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს შეიარაღებული ძალების მრავალეროვნული ჯგუფის შექმნას ცდილობს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ხომალდები შავი ზღვის რეგიონში ჩავიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ წვრთნებში, რომელსაც შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა ხელმძღვანელობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა