ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს - ჩემი სურვილი და თხოვნაა, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ

მსურს, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საუბრისას განაცხადა, რომლის თემა იყო: „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„იცით, როგორც ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია სააკაშვილმა იმისთვის, რომ საქართველო იმ დროს და ბოლო დრომდე ყოფილიყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის სურვილში. არ ვიცი, რა დაარწმუნებს მმართველ პარტიას იმაში, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება. მაგრამ მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ეს იქნება ჩემი პირველი გზავნილი,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამასთან, კუბილიუსმა ასევე მიმართა ოპოზიციას.

„ასევე მივმართავ ჩვენს მეგობრებს ოპოზიციაში: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მინდა მოვუწოდო მათ, რომ ჩაიხედონ უფრო ღრმად საკუთარ სტრატეგიაში, პროგრამაში, გრძელვადიან ქმედებებში. ვხედავ, რომ ეს ძალიან საჭიროა. მათ უნდა გაიგონ, კიდევ ერთხელ როგორ მოიგონ ქართველი ხალხის გული და გონება. ბოლო ორ წელიწადში გულის და გონების ქუჩებში მოგების მცდელობები არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მოვუწოდებ ოპოზიციას, უფრო ღრმად ჩაიხედონ საკუთარ თავებში და ასევე ქართველო ხალხის განწყობასა და იმედებში, იმისთვის, რომ დაინახონ, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გამონახოს ოპოზიციამ ახალი საშუალებები და სტრატეგიები, ახალი მიდგომები ამომრჩევლის მიმართ იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს, კლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა