ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო - ირანში ყოველდღიურად 4 000-5 000 ავღანელი გადადის

ირანში ყოველდღიურად 4 000-5 000 ავღანელი გადადის მას შემდეგ, რაც „თალიბებმა“ აგვისტოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ (NRC) განაცხადა.

„არ შეიძლება ველოდოთ, რომ ირანი, საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მცირე მხარდაჭერის პირობებში, ამდენ ავღანელს მიიღებს“, - განაცხადა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა იან ეგლენდმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ავღანეთს, ასევე მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ირანს, ზამთრამდე დახმარება უნდა გაუზარდოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო მხარდაჭერის უეცარმა შეწყვეტამ და საზღვარგარეთ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა, რამაც გააჩინა იმის შიში, რომ შესაძლოა ამ მოვლენებმა ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს, ისეთი, როგორიც მსოფლიომ 2015 წელს იხილა, როდესაც სირიიდან ლტოლვილთა ნაკადები დაიძრა.

გაეროს მონაცემებით, ავღანეთში 22.8 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტს, მწვავე სასურსათო ნაკლებობა ემუქრება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო - ირანში ყოველდღიურად 4 000-5 000 ავღანელი გადადის

ირანში ყოველდღიურად 4 000-5 000 ავღანელი გადადის მას შემდეგ, რაც „თალიბებმა“ აგვისტოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ (NRC) განაცხადა.

„არ შეიძლება ველოდოთ, რომ ირანი, საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მცირე მხარდაჭერის პირობებში, ამდენ ავღანელს მიიღებს“, - განაცხადა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა იან ეგლენდმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ავღანეთს, ასევე მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის ირანს, ზამთრამდე დახმარება უნდა გაუზარდოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო მხარდაჭერის უეცარმა შეწყვეტამ და საზღვარგარეთ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა, რამაც გააჩინა იმის შიში, რომ შესაძლოა ამ მოვლენებმა ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს, ისეთი, როგორიც მსოფლიომ 2015 წელს იხილა, როდესაც სირიიდან ლტოლვილთა ნაკადები დაიძრა.

გაეროს მონაცემებით, ავღანეთში 22.8 მილიონ ადამიანს, ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტს, მწვავე სასურსათო ნაკლებობა ემუქრება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია