დიმიტრი პესკოვი - პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა - ევროპას ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლენა არ სურს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული კატასტროფაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სიტუაცია მართლაც უკიდურესად დაძაბულია. მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც ევროპელ კოლეგებს არ სურთ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლენა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, პოლონეთი, საზღვრის ნაწილის ჩაკეტვის გეგმით, „ბელარუსის დახრჩობას“ ცდილობს.

„ასეთი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაართულებს სიტუაციას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ბელარუსის დახრჩობის მცდელობა”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ მიგრაციის კრიზისის საკითხი განიხილეს.

"ეს თემა, რა თქმა უნდა, განიხილეს. ბელარუსის პრეზიდენტმა რუს კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება და მათ აზრები გაცვალეს", - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებული კრიზისის უკან ვლადიმერ პუტინი დგას.

„ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადება“, - აღნიშნა პესკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა