აზერბაიჯანში კორონავირუსის 1876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1876 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 552 322 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 513 648 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 342 კი - გარდაიცვალა.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში მოსახლეობის დაახლოებით 44.4 % სრულადაა ვაქცინირებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს