პრემიერ-მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა, პროექტის განხორციელების ვადები და ეფექტურობა პირადად გააკონტროლონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებმა პრემიერ-მინისტრს თავიანთი ხედვები და გეგმები გააცნეს. მთავრობის მეთაურმა მათ გეგმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, მათი პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაჭრის პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მერების ეფექტურ საქმიანობას და მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მოსახლეობის მხრიდან წამოსული ინიციატივების განხორციელებას და თითოეული პროექტის განხორციელების ვადები და ეფექტურობა ადგილზე პირადად გააკონტროლონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა