გია ვოლსკი - კუბილიუსი როყიო განცხადებას აკეთებს - ვურჩევდი სიღრმისეულად გაანალიზოს სიტუაცია

ჯერჯერობით სააკაშვილისთვის საფრთხის შემცველი არის მხოლოდ მისი მოქმედება, გინდა იმ მაცივარში ჯდომიდან გამომდინარე და გინდა შიმშილობიდან, დიეტიდან თუ მარხვიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სწორედ შიმშილობის შედეგად გართულებები არის ის რესურსი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყურადღების მისაქცევად აქვს.

"ხელისუფლება, მე, თქვენ, ჟურნალისტები ყველა მხარე ვინც გულწრფელია, აშშ, პარლამენტი, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა მოუწოდებს პენიტენციურ სისტემას მიიღოს ის ზომები, რომელიც უზრუნველყოფს სააკაშვილის ჯანმრთელობას ისე, რომ საფრთხე მას არ დაემუქროს. ჯერჯერობით მისთვის საფრთხის შემცველი არის მხოლოდ მისი მოქმედება, გინდა იმ მაცივარში ჯდომიდან გამომდინარე, გინდა საზღვრის კვეთიდან გამომდინარე და გინდა იმ შიმშილობიდან, დიეტიდან თუ მარხვიდან გამომდინარე, როგორც მას უწოდეს, რომელიც აუცილებლად იწვევს გარკვეულ გართულებებს. ეს გართულებებია შედეგი შიმშილობის და ის ყურადღების მიქცევის მთავარი რესურსია, რაც დღეს "ნაცმოძრაობას" ხელში შერჩა. აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის გამოეხმაურა ასევე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას და ურჩია, რომ ღრმად გაანალიზოს მდგომარეობა და განცხადება, ამის შემდეგ გააკეთოს.

"კუბილიუსის მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს. ქვეყნის კურსი არის უცვლელი და ამ მიმართულებით დიდია მიღწევები. საქართველო არ არის ადგილი, რომლის აბუჩად აგდება შეიძლება ისე, რომ არ აფასებ საფრთხეებს. აკეთებს როყიო განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს სახალხო პარტიის პოზიციას, რომლის ნაწილსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენს. კუბილიუსს ვურჩევდი სიღრმისეულად გაანალიზოს სიტუაცია და განცხადება მერე გააკეთოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება Amnisty international -ის განცხადებას, ვოლსკი ამბობს, რომ ასეთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს დაინტერესებულ ორგანიზაციას, თუკი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ ფაქტებს.

"განა არ მომხდარა "ტელეიმედის" დესპოტური, სადისტური მეთოდებით აღება, ადამიანების ცემა - ტყეპა, მოკვდინება, განა არ იყო გირგვლიანის ქეისი და განა სტრასბურგმა არ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით? ასე რომ, Amnisty international - ს თუკი ასეთი პოზიცია აქვს, მას უპირისპირდება სხვა პოზიცია, რომელიც არის რეალობა, რომელიც შექმნა კონკრეტულმა ადამიანმა", - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია