აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ და ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და მისმა ჩინელმა კოლეგამ, შეი ჟენჰუამ გაეროს კლიმატის სამიტზე, COP26-ზე, რომელიც გლაზგოში, შოტლანდიაში მიმდინარეობს, ჩარჩო ხელშეკრულება წარადგინეს, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას ითვალისწინებს, მათ შორის მეთანის შემცირებით, ტყეების გაჩეხვის აკრძალვითა და ქვანახშირის გამოყენებაზე ეტაპობრივად უარის თქმით.

„ჩვენ ერთად გამოვხატავთ მხარდაჭერას COP26-ის წარმატებისთვის. ახლა ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია, წინ გრძელი გზა გვაქვს,“- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

შეი ჟენჰუამ კი აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ჩინეთი გააძლიერებს ემისიების შემცირების ძალისხმევას და მეთანთან დაკავშირებით ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს. მისივე თქმით, ორივე ქვეყანას სურს, მეტი გააკეთონ ტყეების გაჩეხვის შესაჩერებლად.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიესალმა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას.

„კლიმატის კრიზისთან გამკლავება მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას და სოლიდარობას და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“, - დაწერა გუტერეშმა "ტვიტერზე."

აღსანიშნავია, რომ აშშ და ჩინეთი ნახშირორჟანგის ყველაზე დიდი გამომყოფები არიან მსოფლიოში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს