„საქსტატი“ - 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 95.0 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 76.1 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ. ამის შესახებ „საქსტატის“ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელმაც საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია.

მათივე ცნობით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 32.7 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 19.7 პროცენტით.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.5 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 62.8 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოთა 4.1 პროცენტს ჰქონდა საქონლისა და მომსახურების ვებ -გაყიდვები, რომელთა 81.0 პროცენტს შეადგენდა გაყიდვები კერძო მომხმარებლებზე (B2C), 16.8 პროცენტს - გაყიდვები სხვა საწარმოებზე (B2B) და 2.2 პროცენტს გაყიდვები საჯარო სექტორზე (B2G).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა