გერმანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 50 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 50 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ „რობერტ კოხის ინსტიტუტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ავადობის შვიდდღიანმა კოეფიციენტმა, რომელიც ყოველ 100 000 მოსახლეზე დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ასახავს, ქვეყანაში 249.1-ს მიაღწია, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ინფიცირების მზარდმა ტემპმა გერმანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები და პოლიტიკური ლიდერები შეაშფოთა. კანცლერი ანგელა მერკელი რეგიონების პრემიერებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, რათა კრიზისის წინააღმდეგ "სწრაფი და ერთიანი რეაგირება“ განახორციელონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა