„საქსტატი“ - 2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი

2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.7 პროცენტით განისაზღვრა, - ამის შესახებ საწარმოების ინოვაციური აქტივობა გამოკვლევის ძირითადი შედეგებშია აღნიშნული, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 42.1 პროცენტი და 33.6 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან.

„განხორციელებული ინოვაციების 47.4 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 52.6 პროცენტი - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 62.5 პროცენტი შემუშვებულ იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 16.3 პროცენტი - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 11.9 პროცენტი - სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ, ხოლო 9.3 პროცენტი მოდის საწარმოების მიერ სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება - მოდიფიცირების განხორციელებაზე. ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 17.6 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, ხოლო საწარმოთა 13.7 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე. ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 1.2 პროცენტმა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR), რომლის 62.3 პროცენტი შეძენილ ან მიღებულ იქნა კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან. კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის შეფასებისას საწარმოთა 45.9 პროცენტმა მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ხარჯების ან ფასების ზრდას ნედლეულზე“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა