ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში  დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით მკაფიოდ განსაზღვრული სწორი ხედვა აქვს და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. პროგრამის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ მიმართულებით აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს და მინისტრს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრი, სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა