„ემპათია“ - ვიდეოკადრები მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას ადასტურებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა

ცენტრი „ემპათია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებში გადაყვანის კადრებზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კადრები მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტს ადასტურებს.

„ვიდეოკადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მხოლოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

რაც შეეხება უშუალოდ პალატაში შეყვანის შემდეგ არსებულ სურათს, კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით ჯერ სიტყვიერ აგრესიას გამოხატავს, შემდეგ კი ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილმა ხელი ჰკრა და ძირს გადააგდო ერთ-ერთი სამედიცინო აპარატურა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც