ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, 15 ნოემბერს დაინიშნა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, 15 ნოემბერს დაინიშნა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, ისინი აღნიშნულ საქმეზეც მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანას.

"ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრებას, თუმცა, 15 ნოემბრისთვის როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინასწარ თქმა გამიჭირდება. თუკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს დაესწროს", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა